თურქული სამძებრო ხომალდი უკვე გონიოშია. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თურქული ხომალდის მუშაობასთან დაკავშირებით გონიოში დაკარგული სამხედროების მშობლები საქმის კურსში ჩააყენა.
თურქეთის სასაზღვრო ძალების 650 ტონიანი სამძებრო ხომალდი Minehunter, რომელიც სიღრმეში ძებნა-გადარჩენის ოპერაციებზეა გათვლილი, გონიოს სანაპიროზე 07:00 საათზე შევიდა. ხომალდის ეკიპაჟი 41 კაცს შეადგენს და სანავიგაციო რადარით არის აღჭურვილი.
თავდაცვის სამინისტროს ორი კურსანტი 16 აგვისტოს გონიოში წვრთნების დროს წყალში დაიკარგა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობა გამოძიება.