ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„უკმაყოფილო ვარ ამ გაერთიანებით“: ბურჭულაძემ მთხოვა ცხელ გულზე გადაწყვეტილება არ მიმეღო

 

დატოვებს თუ არა “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” წევრი და ერთ-ერთი ლიდერი მერაბ მეტრეველი პარტიას ამის შესახებ ცნობილი ორშაბათს გახდება. ეს განცხადება მეტრეველმა “მეტრონომთან” საუბარში გააკეთა.

ყოფილი ჟურნალისტის თქმით, ის არ აპირებდა საჯაროდ თავის უკმაყოფილებაზე საუბარს და ამის შესახებ მედიას თავად პაატა ბურჭულაძემ განუცხადა.

“ამ ეტაპზე მეტ კონკრეტიკაზე არ ვსაუბრობ. საერთოდ არ ვაპირებდი ამ თემაზე ლაპარაკს. უბრალოდ თავად ბატონმა პაატა ბურჭულაძემ თქვა, ერთ-ერთ ეთერში რომ ვიყავი უკმაყოფილო და რადგან პარტიის ლიდერმა გახადა ეს საჯარო, მეც აღარ უარვყავი. გუშინ ბატონმა პაატამ მითხრა, რომ ცხელ გულზე არ მიმეღო გადაწყვეტილება და ორშაბათს საბოლოო გადაწყვეტილებას ვიტყვი.” – ამბობს მეტრეველი.

შეგახსენებთ, პაატა ბურჭულაძის პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის”, პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი”, გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველო” და “ახალი მემარჯვენეები” პარლამენტის 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას ერთად მიიღებენ. ოთხი პოლიტიკური პარტიისაგან შემდგარი ბლოკის ლიდერებმა ამის შესახებ 18 აგვისტოს განაცხადეს.

მეტრეველმა თავის უკმაყოფილებაზე ახალ გაერთიანებასთან დაკავშირებით გუშინ ისაუბრა.

“ვადასტურებ, რომ უკმაყოფილო ვარ ამ გაერთიანებით. გამორიცხული არაფერი არ არის, უბრალოდ ამ ეტაპზე [პარტიის დატოვების] გადაწყვეტილება არ მიმიღია. ” – განაცხადა მეტრეველმა.

იტვირთბა....