ქუთაისში ,,პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ოფისის წარმომადგენელმა, სოსო გაბრიჭიძემ პარტია დატოვა.
გაბრიჭიძე დასავლეთ საქართველოში პარტიის საორგანიზაციო საკითხებს ხელმძღვანელობდა.
გადაწყვეტილება წასვლის შესახებ გაბრიჭიძემ მას შემდეგ მიიღო, რაც პაატა ბურჭულაძის მოძრაობა “გირჩთან”, “ახალ მემარჯვენეებთან” და გიორგი ვაშაძის პარტიასთან გაერთიანდა.
“ბოლო დღეებში განვითარებული ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი პოლიტიკური შეხედულებების გამო, ჩემს რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პოლიტიკური მოძრაობა- სახელმწიფო ხალხისათვის” – გაანცხადა გაბრიჭიძემ.