პაატა ბურჭულაძის პარტიის წარმომადგენელი, ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ხალხო, აქა ვარ, ცოცხალი ვარ და პარტიაში ვარ, ფეხი მაქვს ნაღრძობი და კოჭი ატკეჩილი, დღეს ნახევარმა ჟურნალისტურმა სამყარომ მნახა ოფისში“.
შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძის ბრიფინგს, სადაც პოლიტიკურ გაერთიანება „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანთან“ გაერთიანების შესახებ გახდა ცნობილი, „სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენლები ხათუნა ლაგაზიძე და მერაბ მეტრეველი არ ესწრებოდნენ. ამიტომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტია ლაგაზიძემ და მეტრეველმა დატოვეს.