საია-ის ხელმძღვანელი, ანა ნაცვლიშვილი, სამტრედიაში მომხდარ თვითმკვლელობას ფეისბუქზე ეხმაურება:
“გაიგეთ, რომ ეს ნარკოპოლიტიკა კლავს! ეს ნარკოპოლიტიკა არ ებრძვის ნარკოდამოკიდებულებას, მაგრამ აძლევს საშუალებას სახელმწიფოს, აშანტაჟოს, დააშინოს და მოკლას ადამიანები! ეს არ არის მარტო ერთი კონკრეტული პოლიციელის ბრალი, ეს არის სახელმწიფოს ბრალი, რომელიც აძლევს მისი სახელით მოქმედ პოლიციელს ასეთი ქმედების საშუალებას. შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა, რომელიც კლავს!” – წერს ანა ბაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ სამტრედიაში 22 წლის ახალგაზრდამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. წერილში, რომელიც მან დატოვა, პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობაზეა საუბარი.