ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნიუ-იორკის აეროპორტიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

ნიუ-იორკის ჯონ-კენედის სახელობის აეროპორტში განგაში გამოცხადდა.  ერთ-ერთი ტერმინალის ევაკუაცია მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ სროლის შესახებ შეტყობინება მიიღო.

მომხდარის გამო აეროპორტის ორი ტერმინალის მუშაობა სრულად იყო შეჩერებული. სამართალდამცველებმა ადგილზე საეჭვო ნივთიც აღმოაჩინეს და გამნამღველების ჯგუფი გამოიძახეს.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა წინასწარი ინფორმაციით სროლის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არის აღმოჩენილი.

იტვირთბა....