გუშინ, საღამოს, გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. BMW-ს მარკის ავტომანქანა ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მის გვერდით მჯდომი მგზავრი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანა. ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. ექიმების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაწყებულია გამოძიება.