ნიუ-იორკში იმამი და მისი თანაშემწე მოკლეს. თავდასხმა მეჩეთის მახლობლად მოხდა. უცნობი პირი მათ უკნიდან მიუახლოვდა და ორივე მათგანს თავში ესროლა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებს ეჭვმიტანილი ჯერჯერობით არ დაუკავებიათ, უცნობია თავდასხმის მოტივიც. გავრცელებული ცნობით, 55 წლის სასულიერო პირი ნიუ-იორკში ბანგლადეშიდან ორი წლის წინ გადავიდა.
მკვლელობის შემდეგ ნიუ-იორკში მცირერიცხოვანი საპროტესტო აქციაც გაიმართა.