ახალი ამბები მთავარი სამართალი

სტურუას ოჯახის წევრების თქმით გამოძიება კიდევ ერთი პოლიციელის ვინაობას მალავს

გარდაცვლილი დემურ სტურუას ოჯახის წევრები დარწმუნებული არიან, რომ გამოძიება კიდევ ერთი სამართალდამცველის ვინაობას მალავს.

22 წლის ბიჭის ახლობლების მტკიცებით  უბნის ინსპექტორი, რომელმაც ახალგაზრდა სავარაუდოდ თვითმკვლელობამდე მიიყვანა,  მარტო არ იმყოფებოდა. პარალელურად, უკვე ცნობილია ალეტერნარიული ექსპერტიზის პირველადი მონაცემები, რომლითაც დასტურდება, რომ ცხედარს დაზიანებები ჰქონდა. საბოლოო დასკვნა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

“ღამის 2 საათზე მოსულა 2 პოლიციელი და შეამოწმეს ცოცხალი იყო თუ მკვდარი. ნანახი ყავდათ ხეზე ჩამოკიდებული, გაიარეს და წავიდნენ. არ ვეთანხმები მაგათ ექსპერტს, 7-ში აქვს თავი ჩამოკიდებული და 8-ში არის გატარებული ექსპერტიზა.”-აცხადებს დემურ სტურუას დედა, ნონა ჯოჯუა.

შეგახსენებთ, 22 წლის დემურ სტურუამ, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო.

იტვირთბა....