ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„მნიშვნელოვანია სამტრედიაში მომხდარ თვითმკვლელობაზე გამოძიებამ ყველა კითხვას გასცეს პასუხი“

„მნიშვნელოვანია, რომ  გამოძიებამ, რომელიც  პროკურატურაში სამტრედიაში მომხდარ თვითმკვლელობის ფაქტზე დაიწყო, ყველა კითხვას გასცეს პასუხი”, – ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია  სამტრედიაში მომხდარ თვითმკვლელობას.

„ფაქტი არის ძალიან მძიმე. ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ასე ტრაგიკულად დასრულდა. ეს ტრაგიკული ისტორია ჩემთვის არის შემაძრწუნებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, გამოძიებამ, რომელიც დაიწყო პროკურატურაში, ყველა კითხვას გასცეს პასუხი. ოჯახისთვისაც და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეს ამ საქმეზე პასუხგაუცემელი კითხვები ეს სწორედ გამოძიების ვალდებულბა იქნება, ჩვენ ყველანი ყურადღებით ვაკვირდებით. მე პირადად მივადევნებ თვალს გამოძიებას, რომ გაირკვეს, სინამდვილეში რა მოხდა. ჩემთვისაც, ისევე როგორც ბევრი ადამიანისთვის, შემზარავია, როდესაც ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ასე ტრაგიკულად სრულდება.  ამიტომ ჩვენ ველოდებით გამოძიების შედეგებს“.-აღნიშნა  ბესელიამ.

შეგახსენებთ, 22 წლის დემურ სტურუამ, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო. წერილში, რომლიც თვითმკვლელობამდე დატოვა, წერია, რომ პოლიციელი სთხოვდა, მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: დაფნარში, კულაშსა და საჯავახოში.

იტვირთბა....