ჩრდილოეთ შვეიცარიაში, ქალაქ სალეს მახლობლად მატარებელზე თავდასხმა მოხდა. ცივი იარაღით შეირაღებულმა მამაკაცმა მატარებელში ხანძარი გააჩინა.
BBC-ის ინფორმაციით დამწვრობითა და ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში 6 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის 6 წლის ბავშვი და თავად თავდამსხმელიც.
გამოძიების ცნობით, დამნაშავე 27 წლის შვეიცარიელია, თუმცა თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.