მოცურავე ირაკლი ბოლქვაძე, რომელიც რიოს ოლიმპიადას მის დაწყებამდე ერთი დღით ადრე დოპინგკონტროლის შედეგის გამო გამოაკლდა, აცხადებს, რომ გასაჩივრებული ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.
“ძალიან კარგი ამბავი! აი, გასაჩივრებული ტესტის პასუხიც ჩამოვიდა, რომელიც, როგორც დარწმუნებული ვიყავი, უარყოფითი აღმოჩნდა. დადასტურდა, რომ ოლიმპიადაზე გამოსვლა სწორედ დაშვებული შეცდომის გამო ამეკრძალა. პირველი ტესტის უზუსტობის მიზეზს, გამოძიება დაადგენს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, დამატებით დეტალებს საზოგადოებას ვაცნობებ პრესკონფერენციაზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ჩემს სიმართლეში ეჭვი არ შეუტანია! მთვარი გამარჯვებები წინ არის!-წერს ბოლქვაძე.
შეგახსენებთ, რიოს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ქართველმა მოცურავემ ირაკლი ბოლქვაძემ დოპინგკონტროლი ვერ გაიარა.