ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ISIS-ის ავღანეთის ლიდერი მოკლულია

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი,  ჰაფიზ საედ ხანი , რომელიც ავღანეთის და პაკისტანის დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა მოკლულია.

BBC -ის ინფორმაციით, საედ ხანი   ივლისის ბოლოს განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ მისი მოკვლის შესახებ ინფორმაცია შარშან განხორციელებული საჰაერო იერიშის შემდეგაც ვრცელდებოდა, თუმცა, მაშინ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

ავღანეთში 25 ივლისს მომხდარი  საჰაერო შეტევა ბოლო პერიოდში ყველაზე მასშტაბური იერიში იყო, რომელსაც 80 ადამიანი ემსხვერპლა, 230 კი დაიჭრა.

იტვირთბა....