თავდაცვის ყოფილი მინისტრმა, თინა ხიდაშელმა პრემიერ- მინისტრის შესახებ კრიტიკულად ისაუბრა „მოამბეში“. მისი განცხადებით, “ფულის ტომრების” ადგილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არ არის:
“უნდა იყო მორჩილი, უნდა გქონდეს ბევრი ფული და უნდა იყო მოღალატე, თუ გინდა რომ იყო კვირიკაშვილის გუნდის წევრი.
დღესაც რომ შეხვიდეთ „ვიკიპედიაში“, მაგალითად ბატონი გოდერძი ბუკია მოხსენიებულია, როგორც პარტია ”ნაციონალური მოძრაობიდან” პარლამენტის წევრი, ასევე ბატონი ოქრიაშვილი და ბევრნი არიან, მათი სია გრძელია. თუკი ადამიანს არასოდეს ინიციატივა არ ჰქონია, კანონპროექტი არ დაუწერია, ხმა არ ამოუღია, არაფერი უთქვამს არც კარგი, არც ცუდი, მე ვფიქრობ, რომ ოდნავ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა უნდა სვამდეს კითხვას – რა არის მასში ღირებულება, რომლის გამოც ახლა ”ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა მასზე არჩევანის შეჩერება, გარდა იმისა, რომ მას ძალიან ბევრი ფული აქვს და ის აბსოლუტურად მორჩილია”, – აცხადებს თინა ხიდაშელი.