ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში სარკინიგზო გვირაბში მომუშავე მუშები ჩინური კომპანიისგან ხელფასის მომატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცნენ. მათი განცხადებით, გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ თუ მდგომარეობა არ შეიცვალა, გაფიცვა გაგრძელდება. პროფკავშირების წარმომადგენლები ვითარების შესწავლას აპირებენ.
იტვირთბა....