თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
როგორც სომხური მედია წერს, თურქეთის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნებს შორის კონტაქტების გააქტიურება დადებითად შეაფასეს.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთისა და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაცია გრძელდება და ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობების დაწყებისკენ ნაბიჯების გადადგმაა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ანკარა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ძალისხმევას განაგრძობს და მხარს დაუჭერს ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამ მიზანს ემსახურება.

