სამართალი

„როცა მთელი საქართველო მკვლელს ეძებდა, ის ჩემთან იყო“: ადვოკატი დედა-შვილის მკვლელობაზე ფონიჭალაში

 

ადვოკატი ირმა ბრელიძე ფონიჭალაში მომხდარ დედა-შვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“ღმერთო ჩემო, ეს ბიჭი კონსულტაციაზე მოჰყვა ჩემთთან დაზარალებულს და როგორ აქტიურობდა, როგორ გამოთქვამდა თავის აზრებს… ოფისში დაზარალებული და მკვლელი ერთად მყოლია კონსულტაციაზე მაშინ, როცა მთელი საქართველო ამას ეძებდა. როგორ ინტერესს იჩენდა მისი გადამეტებული აქტიურობა. კი მომხვდა ეს თვალში და ვკითხე, თქვენ როგორი ახლობელი ხართ მეთქი? ისიც ვკითხე ნასამართლევი ხომ არ ხართქო და კიო, მერე რაო?! ვიგრძენი, აშკარად ვიგრძენი.

მამას ვუთხარი ბავშვის მკვლელი შეიძლება სულ თქვენთან ტრიალებდეს თქო და ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. რამდენ კითხვას სვამდა, როგორ აქტიურობდა…”, – წერს ირმა ბრელიძე.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, ქვემო ფონიჭალაში, 44 წლის ნონა რომანაძე საკუთარ სახლში ყელგამოჭრილი, მისი 3 წლის ქალიშვილი კი დამწვარი იპოვეს. მკვლელობის ფაქტი შსს-მ გასულ კვირას გახსნა. დაკავებულია წარსულში ქურდობის, ყაღაჩობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული მოქალაქე გიორგი ხ. სასამართლომ ხაბელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....