ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საბურთალოს და ისნის რაიონებს ელექტრომომარაგება შეუწყდება

 

დღეს, ისნის და საბურთალოს რაიონების ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ზურგოვანის, მისის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ხელაშვილის, პეტრიწის, ფარნავაზის, დოლიძის, ჩიქოვანის, ბზვანელის და ქაფიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში კი, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ) და აბუსერიძე-ტბელის ქუჩის მაცხოვრებლებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”. – აცხადებს თელასი.

იტვირთბა....