ირანის დაზვერვის სამინისტროს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, მოლაპარაკებები დაიწყონ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების მიზნით. ახლო აღმოსავლეთისა და დასავლეთის ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ შეთავაზება ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოს მეშვეობით გაკეთდა.
არც თეთრ სახლს და არც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს განცხადება არ გაუვრცელებია.
მანამდე, ირანის ელჩმა გაერო-ში ვაშინგტონთან მოლაპარაკებები გამორიცხა მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანზე ერთობლივი დარტყმები განახორციელეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანს საუბარი სურდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

