აგარასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
“მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ “ჰონდას” მარკის მარჯვენასაჭიანი ავტომობილი სავალი გზიდან გადავიდა და ხევში ჩავარდა.
ავარიის შედეგად დაშავებულები ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის ერთი არასრულწლოვანის მდგომარეობა კი მძიმეა.
გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.