ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
თვითმხილველების ცნობით, გარდაცვლილი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა. ინციდენტის შემდეგ დაშავებული ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც შსს-ში „მეტრონომს“ განუცხადეს, მომხდარ ფატზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.