ბეშუმში ტრადიციული დღესასწაული – შუამთობა მიმდინარეობს, სადაც პრემიერმინისტრი, გიორგი კვირკაშვილი სიტყვით გამოვიდა.
შუამთობის დღესასწაულზე “ნაციონალური მოძრაობის” აჭარის სიის პირველი ნომერი, ლევან ვარშალომიძეც მივიდა. ის დღესასწაულზე შეკრებილებს გაესაუბრა, რის შემდეგაც სცენასთან მიახლოება სცადა, სადაც სიტყვით პრემიერ-მინისტრი გამოდიოდა. სამართალდამცველებმა ვარშალომიძეს სცენასთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.
მომხდარ ინციდენტზე პრემიერ-მინისტრმა მოკლე კომენტარი გააკეთა და 2012 წლის არჩევნები გაიხსენა.
გიორგი კვირიკაშვილმა ურჩია ნაციონალური მოძრაობის წევრებს, გაიხსენონ 4 წლის წინანდელი ამბები და ის, თუ როგორ დახვდა მაშინდელი ხელისუფლება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ბეშუმში ჩასულ ბიძინა ივანიშვილს.
“რუსთავი 2”