ინდოეთში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ქალაქ კოკრაჯჰარის ბაზრის ტერიტორიაზე შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. სამი თავდამსხმელიდან სამართალდამცველებმა ერთი მოკლეს, ორს კი ამ დრომდე ეძებენ.
როგორც CNN-ი აღნიშნავს, თავმდამსხმელები ეროვნულ-დემოკრატიული ფრონტის „ბოდოლანდის“, ქრისტიანული სეპარატისტული ჯგუფის წევრებად ითვლებიან, რომელიც უკვე კლასიფიცირდება, როგორც ინდოეთის ტერორისტული დაჯგუფება.