რიოს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი დღით ადრე ქართველმა მოცურავე ირაკლი ბოლქვაძემ დოპინგკონტროლი ვერ გაიარა. როგორც საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტი დავით რურუა აცხადებს სპორტსმენი დოპინგის მიღებას უარყოფს.
“თავს იკლავს, არ მიმიღიაო. სინჯის მეორედ აღებას რამდენიმე კვირა სჭირდება, ჩვენ ეს პროცესი რომ არ გაგვეჩერებინა ირაკლი რევიშვილით ჩავანაცვლეთ”. – აცხადებს რურუა.