ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დენის დღევანდელი გრაფიკი: თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდებათ ელექტროენერგია

თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს, გეგმური სამუშაოების გამო, ელექტომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც კომპანია „თელასში“ აცხადებენ, ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხება სამგორის, გლდანის, დიდუბის და საბურთალოს რაიონებს.

გთავაზობთ გრაფიკს, რომლის მიხედვითაც თბილისის რაიონებდ ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ:

სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების I, II, IV, V კვარტლების, მეფრინველეობის დასახლების, საქნავთობის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ტყემალაძის, ჭირნახულის და ღლონტის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, ჭიაურელის და ლუბლიანას ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პანკისის, დოლიძის, ბალანჩივაძის და ზურაბ ქაფიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

იტვირთბა....