ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მეჭიაურის ხატის მფარველობა აღარ გეყოფათ”: ხიდაშელი ძველ თანაგუნდელებს დაუპირისპირდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე თავდაცვის ყოფილ მინისტრ თინა ხიდაშელს ემოციების გაკონტროლებისკენ მოუწოდებს.

“საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების ერთიანი ძალისხმევით დაძლევის მოწოდება ბოლშევიზმი არაა. მინისტრობიდან ოპოზიციაში გადასვლას თუ ეიფორიული განცდა მოსდევს არ უნდა გაგვიკვირდეს არავის, მაგრამ ემოციებს უნდა გაუმკლავდე და კონსტრუქციული ოპონირება უნდა შეძლო იმ ხელისუფლების, რომლის წევრიც სულ რამდენიმე საათია რაც აღარ ხარ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ ეს ადამიანური ეთიკის საკითხია და ამის გააზრება არაა რთული ამბავი”.– წერს კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.

კვაჭანტირაძის ამ განცხადებს სოციალურ ქსელშივე გამოეხმაურა თინა ხიდაშელი.

“ჩემო საყვარელო ზვიად, პოლიტიკური უკულტურობა ის იყო შენი თანაპარტიელები მინისტერიალზე მყოფ თავდაცვის მინისტრს შეურაცყოფას რომ აყენებდნენ. გამოწვევების ერთიანად დაძლევა კი ერთიანობას ნიშნავს და არა ეთპარტიულობას. ასეა ეს და მაინცდამაინც პოლიტიკურ კულტურაზე თავს ნუ გამოიდებთ თორემ მეჭიაურის ხატის მფარველობა აღარ გეყოფათ”. – წერს ხიდაშელი.

იტვირთბა....