ხარაგაულის საკრებულოს „რესპუბლიკელი“ თავმჯდომარის, ინგა მაღრაძის თანამდებობიდან გადაყენება ვერ მოხერხდა.
საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს ფრაქცია „ქართული ოცნება“ ითხოვდა , მაგრამ მისი გადაყენებისთვის მიცემული ხმები არასაკმარისი აღმოჩნდა. თავმჯდომარის გადაყენებას 17-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
საკრებულოს სხდომას „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათი თქმით, ის, რომ დღის წესრიგში ინგა მაღრაძის გადაყენება დგას, პოლიტიკურად მოტივირებულია.