https://www.youtube.com/watch?v=62f7iX-wHk8
პირველ რიგში, „მეტრონომის“ რედაქციის სახელით მწუხარებას გამოვთქვამთ დიდი ქართველი რაგბისტის მერაბ კვირიკაშვილის მეუღლის გარდაცვალების გამო. აქვე აღვნიშნავთ და ბოდიშს მოვუხდით ყველას შეცდომის გამო, რომელიც გაიპარა ჩვენს წინა ნიუსში, სადაც მერაბის მეუღლე სხვა სახელით და გვარით გამოქვეყნდა, რამაც უხერხულობა შექმნა მკითხველებში.
ჩვენ აღმოვაჩინეთ ვიდეოსიუჟეტი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის არქივიდან, რომელშიც აღწერილია თუ მერაბი როგორ ატარებს ერთ დღეს შვილებთან ერთად, მეუღლის გარეშე. ცხოვრება გრძელდება და მერაბს ვუსურვებთ მაგრად დგომას და მისი ლამაზი შვილების ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მითუმეტეს, როცა სიუჟეტიდან ვხედავთ, რომ მერაბი მართლაც კარგი მამაა.
როგორ ატარებს შვილებთან დროს მერაბ კვირიკაშვილი, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოში. ჩვენ კი, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ მის ოჯახს უდიდეს დანაკლისს და ვიმედოვნებთ, რომ ოჯახის ამ დიდ ტკივილის მომავალში აუცილებლად შეცვლის შვილების ლამაზი მომავალი.