ერაყში ტერორისტების სამიზნე ქალაქ კირკუკში მდებარე ენერგო ობიექტი გახდა. ISIS-ის მებრძოლები ნავთობსაცავის ტერიტორიაზე მანქანით შეიჭრნენ და რამდენიმე რეზერვუარი ააფეთქეს, – აღნიშნულის შესახებ CNN იტყობინება.
უსაფრთხოების სამსახურმა თავდასხმის დროს სამი ტერორისტი მოკლეს. რამდენიმე საათით ადრე თვითმკვლელმა ტერორისტებმა გაზის გადამამუშავებელ საწარმოზე მოაწყვეს თავდასხმა. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 4 თანამშრომელი, ორი ადამიანი კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.