ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში სამხედროებს ნატო-ს ბაზა „ინჯირლიკი“ აქვთ ბლოკირებული

თურქმა სამხედროებმა ინჯირლიკის ბაზის ბლოკირება მოახდინეს. მედიის ინფორმაციით, სამხედრო ობიექტთან, რომელიც ნატო-ს ავიაბაზას წარმოადგენს, 7 ათასამდე ჯარისკაცია მობილიზებული.

სამხედროებმა ანტიტერორისტული სამსახურის ქვედანაყოფთან ერთად ბაზა ალყაში მოაქციეს და ყველა შესასვლელი გადაკეტეს. სააგნეტო “ჰურიეტის” ცნობით, ამ ზომებს სამხედრო მეთაურობამ მას შემდეგ მიმართა, რაც განმეორებითი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შესახებ ინფორმაცია მოიპოვა.

ოფიციალური პირები კი აცხადებენ, რომ დამატებითი ძალების მობილიზება მხოლოდ რიგით შემოწმებას უკავშირდება.

იტვირთბა....