ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სირიაში სამშობიარო დაბომბეს, არის მსხვერპლი

სირიაში სამშობიარო დაბომბეს. ორგანიზაციაში „ექიმები საზღვრებს გარეშე“ აცხადებენ, რომ საავადმყოფოს შენობას რამდენიმე ჭურვი დაეცა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი სამედიცინო პერსონალსა და პაციენტებს შორისაა, თუმცა გარდაცვლილთა რიცხვის შესახებ ჯერ ცნობილი არ არის.

ასევე უცნობია, ვინ განახორციელა იერიში სამშობრიაროზე, სადაც ყოველთვიურად სამასამდე ბავშვი იბადება.

ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ჭურვი „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა გაისროლეს.

იტვირთბა....