დავით ნარმანია ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც დედაქალაქის მერიაში კორუფციას და ამ ბრალდებით დაკავებულებს ეხება, აცხადებს:
“არიან რიგი თაღლითი ადამიანები, რომლებიც გამორჩენას ცდილობენ, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არავის შერჩება. ეს არის იმ ეფექტური მუშაობის შედეგი, რომ ყველა შემთხვევაში ხდება გამოვლენა. თბილისის მერიის სისტემა არის უზარმაზარი, 25 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, შესაბამისად, იმ რამდენიმე ადამიანს, რომელსაც ხელი წაუცდა და დაარღვია კანონი, არასწორად მოიქცა, სამართალდამცავი ორგანოების მიერ გატარდა შესაბამისი რეაგირება. რაც არ უნდა ფაქტი იყოს, რეაგირების და დასჯის გარეშე არავინ არ დარჩება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ნარმანია მერიის ოთხ ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატებს წარადგენს.