ფეთულა გიულენმა, რომელსაც ოფიციალური ანკარა სამხედრო გადატრიალებაში სდებს ბრალს, შესაძლოა აშშ-ში დატოვა, -ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბექირ ბოზდაგის განცხადებით თურქეთის ხელისუფლებამ შესაბამისი სადაზვერვო ინფორმაცია მიიღო.
გავრცელებული ცნობით, გიულენი შესაძლოა ავსტრალიაში, მექსიკაში, კანადაში, სამხრეთ აფრიკასა ან ეგვიპტში გაიქცა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში მცხოვრებ ფეთულა გიულენს ანკარა სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს და ვაშინგტონს მის გადაცემას სთხოვს. თავად გიულენი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.