საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, რუსთაველის თეატრში აუდიტორული შემოწმება ჩატარდება:
”ჩვენ შემოგვივიდა რუსთაველის თეატრის დირექტორის წერილი, სადაც ირინა ყიასაშვილი გარკვეულ ვითარებას აღწერს. ეს წერილი პროცედურის მიხედვით გავაგზავნეთ თავად თეატრში, რათა შესაბამისი პასუხი მივიღოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. წერილში ასევე საუბარი არის ჩვენს შიდა აუდიტზე. ჩვენ გეგმაში ისედაც გვქონდა რუსთაველის თეატრი. შესაბამისად, აუდიტორული შემოწმება იქაც ჩატარდება და საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიმსჯელებთ შედეგების მიხედვით”, – აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.
ცნობისთვის, რუსთაველის თეატრის დირექტორმა, ირინა ყიასაშვილმა თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს განცხადებით მიმართა.