საზოგადოება

„დათა, შვილო, რატომ გადაწყვიტე, ზღვას გამოერიყა შენი ცხედარი…“

მამა პეტრე კოლხი ბათუმის ზღვაში გარდაცვლილ 19 წლის დათა მღებრიშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“ჩემს მამა თეიმურაზს, ძალიან ნიჭიერს და განათლებულს, უმძიმესი ჟამი დაადგა. დათას შვილივით ზრდიდა. მე მაინც ვიცი, რამდენი ფიქრი, დარდი, მწუხარება, მზრუნველობა ჰქონდა დათას მიმართ. ხან სიბრაზით, ხანაც დაყვავებით ცდილობდა მასთან ურთიერთობის დამყარებას. როგორ უნდოდა, სასურველი შედეგისთვის მიეღწია, მაგრამ ამისთვის?! დათა, შვილო, რატომ გადაწყვიტე, ზღვას გამოერიყა შენი ცხედარი…

დედაშენზე ვერც ვფიქრობ, რა ვუყო მამა თეიმურაზს… რა ვქნა…”, – წერს პეტრე კოლხი.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის დათა მღებრიშვილს ოჯახის წევრები და მეგობრები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. მისი ცხედარი  მაშველებმა ბათუმში, ზღვაში იპოვეს.

 

იტვირთბა....