ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

NDI: მოსახლეობის 33% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარადგინა, რომლის თანახმადაც, მოსახლეობის 25% მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 34% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მდგომარეობა უცვლელია, 33% ჰგონია, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 8%  კი არ იცის, რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა.

კვლევის შედეგების თანახმად, თბილისის მოსახლების 28% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 30%  მიიჩნევს, რომ მდგომარეობა უცვლელია, 33%  მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 3-მმა პროცენტმა შეკითხვაზე, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, პასუხი – არ ვიცი შემოხაზა.

გარდა ამისა, ქალაქის მოსახლების 21%  მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 33%  მიიჩნევს, რომ მდგომარეობა უცვლელია, 33% მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 7-მმა პროცენტმა შეკითხვაზე, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, პასუხი – არ ვიცი შემოხაზა.

რაც შეეხება სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას: 24% მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 33-ს ჰგონია, რომ საქართველოში ვითარება უცვლელია, 31%  მიიჩნევს, რომ მდგომარეობა უარესდება, ხოლო 6-მა პროცენტმა არ იცის.

უმცირესობათა დასახლებაში მცხოვრები ადამიანების 23% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 26%  მიიჩნევს, რომ მდგომარეობა უცვლელია, 21% მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 26-მმა პროცენტმა შეკითხვაზე, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, პასუხი – არ ვიცი შემოხაზა.

იტვირთბა....