პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში პოსტს და ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივ სელფს აქვეყნებს.
“ნიკოლ ფაშინიანმა გაიმარჯვა. სომხეთმა აირჩია უწყვეტობა და დაადასტურა თავისი პროევროპული კურსი. ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი იმისა, რომ რეგიონის მომავალი ჯერ კიდევ იწერება” – წერს დონალდ ტუსკი და ფოტოს აქვეყნებს.
სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2005 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგები შეაჯამა – დათვლილია ხმების 100%.
შედეგები:
ნიკოლ ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტი“ – 49.81%,
პრორუსი ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ – 23.29%,
პრო-რუსი ექსპრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკი „სომხეთი“ – 9.94%,
ოლიგარქ გაგიკ წარუკიანის პარტია „აყვავებული სომხეთი“ – 4%

