ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ახლახანს: მოქალაქე, რომელიც ბიომასალას არ აბარებს 12-საათიან ტყვეობაშია

 

პოლიციამ თბილისში ერთ-ერთი ღია კაფედან პირი ნარკოტესტირებაზე გადაიყვანა. ამ წუთებში დიღმის ნარკოლოგიურთან მისი ოჯახის წევრები და ახლობლები არიან შეკრებილები.

ახალი პოლიტიკური ცენტის “გირჩის” წევრი გუგა ჩაფიჩაძე, რომელიც თავად შეესწრო აღნიშნულ ფაქტს, “მეტრონომთან” საუბარში აცხადებს, რომ მოქალაქე ბიულოგიური მასალის ჩაბარებაზე უარს აცხადებს. ჩაფიჩაძის განცხადებით, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთ-ერთი კაფედან სამართალდამცავებმა პირი ნარკოტესტირების ჩასატარებლად განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკავებული ამ დრომდე დიღომში, ჩალაძის ქუჩაზე ნარკოლოგიურ განყოფილებაში რჩება.

“დღეს დაახლოებით პირველ საათზე კაფეში ერთ-ერთ მოქალქეს შეუვარდა პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი. დააკავეს წაიყვანეს ნარკოლოგიურში, როგორც გვეუბნებიან დაკავებულია. დაკავებული მოქალაქე თავის ბიოლოგიურ მასალას არ აბარებს და ამის  კონსტიტუციით გარანტირებული უფლება აქვს. შესაბამისად, ის უნდა გამოუშვან. როგორც პოლიციაში გვითხრეს მას 12 საათის განმავლობაში არ გამოუშვებენ. გამოიყენებენ იმ უფლებას, რომელიც ახლა აქვთ და ეს ადამიანი 12 საათის განმავლობაში ეყოლებათ იქ. ეს კანონის დარღვევაა 12 საათის დაკავების უფლება არსებობს მხოლოდ და მხოლოდ იზოლატორში და არა ნარკოლოგიურ განყოფილებაში. შესაბამისად ის ადამიანი უკანონოდაა დაკავებული. ეს არის ის მავნებლური პრაქტიკა, რაც სახელმწიფოს აქვს ნარკოპოლიტიკის კუთხით”. – აცხადებს ჩაფიჩაძე.

“მეტრონომი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ მათ აქვთ უფლება 12 საათის განმავლობაში პირი ნარკოლოგიურში ამყოფონ.

ჩნდება კითხვა, თუ ადამიანებს ვაძლევთ უფლებას ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარი განაცხადონ, მაშინ რატომ ვაიძულებთ მათ 12 საათი ნარკოლოგიურში გაატარონ. ეს ხომ რეალურად, მიცემული უფლების შეზღუდვაა.

“მეტრონომი” ნარკოლოგიურ პოლიტიკასა და 12 საათით ადამიანის ნარკოლოგიურში იძულებით გაჩერების წესზე “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” იურისტ სოფო ვერძეულს ესაუბრა.

“ჩვენი პოზიცია ასეთია, ადამიანს ყოველთვის აქვს უფლება უარი განაცხადოს ექსპერტიზაში მონაწილეობის მიღებაზე. თუ სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანის შემდგომ ადამიანი უარს აცხადებს მასალის ჩაბარებაზე, ეს არის საფუძველი იმისა, რომ მას დაატოვებინონ დაწესებულება, ვინაიდან მან გამოხატა თავისი პოზიცია და იყენებს თავის უფლებას არ მიიღოს მონაწილეობა ექსპერტიზაში, ამიტომ არანაირი აზრი 12-საათიან დაკავებას პოლიციის მხრიდან აღარ აქვს. ზოგადად კანონმდებლობა ამბობს, რომ 12-საათიანი გაჩერების უფლება პოლიციას აქვს, თუმცა ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ თუ ადამიანი თავის უფლებას იყენებს, აზრს კარგავს დაკავების ეს უფლება. მეტიც ეს არის ჩარევა პირის უფლებებში”. – აცხადებს ვერძეული.

იტვირთბა....