„დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩემი ოჯახის წევრზეც იყო გარკვეული სამართალდამცავების ჩართვით, ზეწოლის მცდელობა“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა. მარგველაშვილის განცხადებით, გიორგი პაპუაშვილმა მას მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებზე მიაწოდა ინფოტრმაცია.
პრეზიდენტის თქმით, მისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან მიწოდებული ინფორმაცია გასაკვირი არ ღამოჩნდა.
“სამწუხაროდ მინდა მოგახსენოთ, რომ მე ამ ფაქტებმა არ გამაოცა. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს ტენდენცია სამწუხაროდ, ახალი არ არის. დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩემი ოჯახის წევრზეც იყო გარკვეული სამართალდამცავების ჩართვით, ზეწოლის მცდელობა. ეს იყო იმიტაცია რეალურად. აქედან გამომდინარე, რაც მე მითხრა ბატონმა პაპუაშვილმა, ჩემთვის გასაოცარი არ არის. მე კარგა ხანია ვსაუბრობ იმის თაობაზე, რომ კორცხელის შემთხვევა უნდა იყოს ადეკვატურად პასუხ გაცემული. კორცხელის შემთხვევა, მე იმაზეც ვისაუბრე, რომ მისცემს გარკვეულ ტენდეციებს და ბიძგებს და ეს სინდრომი განსაკუთრებით არჩევნების პროცესში, იქნება ძალიან რთული ყველასთვის. ჩვენ უნდა ძალიან ნათელი პასუხი გავცეთ, როდესაც ხდება პოლიტიკურ ძალებსა და ასე ვთქვათ, რაღაცა ჯგუფებს შორის შეთანხმებული მოქმედება. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი აბსოლუტურად არ არის ჩართული ამ საქმეებში. მაგრამ, აგრეთვე ჩნდება ტენდეციები უფრო დაბალ დონეზე რაღაცა კავშირების ჩამოყალიბების,“ – აცხადებს მარგველაშვილი.
შეგახსენებთ, რამდენიმე ხნის წინ გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გარკვეულ მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდებოდა.