აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, დღეს ღამით აშშ ირანს „ძალიან ძლიერად დაარტყამს“.

„აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს (რომლის სამხედრო-საზღვაო ძალები, სამხედრო-საჰაერო ძალები, რადარები, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და თავდაცვის ყველა სხვა ფორმა, შეტევითი შესაძლებლობების უდიდეს ნაწილთან ერთად, აღარ არსებობს!)“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ასევე, ტრამპის თქმით, აშშ „არცთუ ისე შორეულ მომავალში ხარგის კუნძულზე კონტროლს დაამყარებს“.

„კონტროლს დავამყარებთ მათ ნავთობისა და გაზის ბაზრებზე, როგორც ეს ვენესუელის შემთხვევაში გავაკეთეთ, რაც შესანიშნავად მუშაობს როგორც ვენესუელისთვის, ისე აშშ-სთვის“, – აცხადებს ტრამპი.

იტვირთბა....