თაიმ სქვერზე ევაკუაცია გამოცხადდა. პოლიციამ საეჭვო ჩანთა იპოვა. სამართალდამცავები ვარაუდობდნენ, რომ ჩანთაში ბომბი იყო, თუმცა ინფორმაცია არ დადასტურდა.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ჩანთა ერთ-ერთ ტურისტს დარჩა. მოედანზე სიტუაცია დაახლოებით ნახევარ საათში განიმუხტა.