aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს: ე.წ კანონიერი ქურდი თეიმურაზ ჩხეტიანი დაკავებულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. კანონიერი ქურდის, თეიმურაზ ჩხეტიანის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, უწყების  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს  თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კანონიერი ქურდობის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი თეიმურაზ ჩხეტიანი  დააკავეს.
”გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ჩ. ბოლო რამდენიმე წელი რუსეთის
ფედერაციაში ცხოვრობდა და ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია „კანონიერ
ქურდად“. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც საქართველოში ოდესა-თბილისის რეისით ჩამოფრინდა. გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით)”. – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....