ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ერევანში შეიარაღებულმა აქტივისტებმა ორი მძევალი გაათავისუფლეს

ერევანში შეიარაღებულმა აქტივისტებმა ორი მძევალი გაათავისუფლეს. სომხეთის პარლამენტის წევრმა დაადასტურა, რომ მძევლებმა უკვე დატოვეს პოლიციის შენობა, სადაც ამ დროისთვის კიდევ ორი სამართალდამცველი ჰყავთ დატყვევებული.

აქტივისტები მათ გათავისუფლებასაც გეგმავენ, მაგრამ სანაცვლოდ ნეიტრალურ ზონაში პრეს-ცენტრის შექმნას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, ერევანში შეიარაღებულმა პირებმა ქალაქის ცენტრში პოლიციის შენობა დაიკავეს და სამართალდამცველები დაატყვევეს. ისინი ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, რომელიც იარაღის უკანონო ტარება-შენახვის ბრალდებითაა დაპატიმრებული.

იტვირთბა....