ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მიუნხენში სროლისას დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

მიუნხენში სროლისას დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. – ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს  გერმანიაში საქართველოს ელჩმა მიაწოდა.

საელჩოს ინფორმაციით, მიუნხენში სპეცოპერაციის არეალში იმყოფებოდნენ საქართველოს მოქალაქეებიც.

ელჩის განამრტებით, ცხელი ხაზის მეშვეობით საელჩოში 20-მდე შეტყობინება შევიდა, თუმცა დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

შეგახსენებთ, გერმანიის ქალაქ მიუნხენის სავაჭრო ცენტრ ოლიმპიაზე თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით 9 ადამიანი გარდაიცვალა.

იტვირთბა....