ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„სიკვდილის დასჯის შემოღება თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას შეუძლებლად ხდის“

სიკვდილით დასჯის კანონის შემოღება თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას შეუძლებელს ხდის, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ ვაშინგტონში ვიზიტის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ანკარამ არ უნდა გამოიყენოს დემოკრატიული ინსტიტუტები ადამიანის უფლებების შეზღუდვისთვის.

როგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ განაცხადა, მიუხედავად სამხედრო გადატრიალების მცდელობისა, თურქეთი კვლავ განაგრძობს ანტი ტერორისტულ კოალიციაში საკუთარი წვლილის შეტანას.

ვაშინგტონში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა ჩასული, რომელიც ვაშინგტონში გუშინ დაწყებული ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლი 30-მდე ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრების შეხვედრას ესწრება.

იტვირთბა....