ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი დაშავდა.
ქართველი მორაგბე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ამ დროისთვის, კვირიკაშვილის მეუღლის ჯანრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა, რომლის დროსაც ოთხი ადამიანი დაშავდა, ხოლო სამი გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.