ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

როგორ გაჩნდა მაგდა პაპიძის ოთახში მკვლელობის გეგმის ჩანაწერი

5 წლის შვილისა და ქმრის მკვლელობაში მჯავრდებულის, მაგდა პაპიძის ადვოკატი, მარიკა ფხალაძე იმ მნიშვნელოვან მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე საუბრობს, რომელიც დაცვის მხარეს გააჩნია და რომელიც ამტკიცებს, რომ მაგდა პაპიძე უდანაშაუალოა.  აღნიშნულის შესახებ ფხალაძე „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში ყვება.

„შემთხვევის ადგილთან წვდომა არ გვქონდა, რადგან  პირველივე დღეს დათვალიერდა  და საერთოდ  საპროცესო კანონმდებლობით, ჩვენ, მხარეეები, ვართ თანაბარ მდგომარეობაში, რომ არის შეჯიბრობითობის პრინციპი, მაგრამ კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. იმას, რასაც პირველივე დღეს ბრალდების მხარე აკეთებს, შენ დაცვის მხარე ამის რეალურ საშუალებას მოკლებული ხარ. ბრალდების მხარის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზებს სახელწმიფო ანაზღაურებს, შენ რომ რაღაცა ტიპის ექსპერტიზა ჩაატარო და შენი გამოძიება ჩაატარო, ამას სჭირდება გარკვეული ხარჯები და არ არის ეს პატარა ხარჯი. სოლიდური ხარჯია, მითუმეტეს ისეთი ოჯახისთვის, როგორიც პაპიძეების ოჯახია. ამიტომ, ვერანაირად ვერ არის დაცვისა და ბრალდების მხარეები თანაბარ მდგომარეობაში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარე როცა შემთხვევის ადგილს ათვალიერებ და მეუბნები, რომ კედელზე სისხლისმაგვარი ლაქები არ მინახავს, 4-მა კაცმა 20 კვადრატი დაათვალიერა და ვერ ნახა სისხლის ლაქა კედელზე, როცა მეუბნები, რომ შემთხვევა მინიმუმ ცხრა საათზეა მომხდარი და შემთხვევის ადგილის დათვალიერება იწყება გამთენიისას, სისხლის წინწკლები, რომლებიც ჰაერზე მოხვედრიდან 15-20 წუთში უკვე გაშრობას იწყებს  და მუქ ფერს იღებს, ამას ვერ ამჩნევ კედელზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იქ არ არის. დივანზე, როდესაც ექსპერტი მუშაობ, მეუბნები, რომ გულდასმით დაათვალიერე, მაგრამ რამე საეჭვო ამ დივანზე ვერ შეამჩნიე, ჩემთვის ეს არის იმის მამტკიცებელი, რომ იქ ეს ლაქები არ ყოფილა. როცა იმ 20 კვადრატში ვერ პოულობ იმ ე.წ. მკვლელობის გეგმის ჩანაწერს, ეს არის სამი არსებითი მტკიცებულება, რომელიც მოპოვებულია მას შემდეგ, რაც დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ადგილის დალუქვა არ მოხდა. გამოძიებას აქვს არგუმენტი, რომ გამოძიება მუშა პროცესია, დღეს შეიძლება რაღაცა ვერ ვიპოვე და ხვალ ვიპოვე. კი ბატონო, მაგრამ ის უნდა დალუქო. დაცვის მხარეს უნდა მქონდეს გარანტია, რომ იქ რაღაცა არ შეიცვლება.

ორი კვირის შემდეგ, სახლის დალაგების დროს, ქალბატონმა დარეჯანმა აღმოაჩინა ე.წ. გეგმის რვეული. სამი კვირის შემდეგ შედიან და იმ ოთახში საგამოძიებო ექსპერიმენტს ატარებენ, ქალბატონი დარეჯანი ხელს უშვერს გამოძიებას კედლებისკენ, რომ შპალერი კარგ მდგომარეობაშია, ახალი გამოცვლილია და ამ დროს გამომძიებელს არ ეუბნება, რომ სისხლის ლაქები მაქვს ნანახიო. გადის თვენახევარი და შემდეგ თურმე კედელზე გამოჩნდა სისხლის ლაქები და დივანზე გაჩნდა მუქი ფერის ლაქები და თეთრი ფერის ლაქები დანაშრევების სახით. ეს ისეთი ლაქებია, რომლებიც  ექსპერტს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს უნდა შეემჩნია.

ეს სამი არსებითი მტკიცებულება, რომელიც პრაქტიკულად, მაგდას მსჯავრდების საფუძველი გახდა, არის აბსოლუტურად დაუშვებელი, კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება. თუნდაც უროზე, თავიდან არ აღწერეს საერთოდ, შემდეგ აღწერეს,  რომ ტარზე იყო სისხლის ლაქა ერთ ადგილას, შემდეგ ექსპერტიზაზე მივიდნენ და 3 ადგილას იყო სისხლი, ჩნდება კითხვები, რატომ?

თუ ამ უროთია მოკლული, სადაა თმა, ტვინი, როდესაც ამბობენ, რომ ფაქტობრივად ტვინია გასხმული. ან, მაგდამ ამხელა მკვლელობა დაგეგმა, ურო იყიდა და ორი პირსაწმენდი ვერ იყიდა და ერთი ისეთი ბალიში, რომელიც ოჯახის არ იქნებოდა და მათ არ გაჩენოდათ ეჭვი, რომ ეს მაგდას ნივთებია და რატომაა სისხლიანი და ბუნკერში?! როცა ადამიანი რაღაცას გეგმავ, ასეთ სისულელეებს არ აკეთებ. ამ ნივთმტკიცებებს ცხვირწინ ურნაში არ ყრი, რომ მოდი ნახე ესენი, მე ვარ პრაქტიკულად დამნაშავე. სხვა ლოგიკა ამას არ აქვს. ან თუნდაც, სულ არ აღმოჩნდა ის სურათები, რომლებიც სისხლიან ნივთებთან ეყარა, თირნიკესი.  ის აღმოჩნდა მალხაზ ქაფიაშვილის ნათლიის შვილის, რომლებიც ალბომში ინახებოდა დარეჯან მინდიკაურთან. რა შუაშია ეს სურათები, რატომ უნდა ყოფილიყო სისხლიან ნივთებში? უფრო მეტიც, ამაზე მაგდა პაპიძის დნმ არ არის“ – აღნიშნა მარიკა ფხალაძემ.

შეგახსენებთ, მაგდა პაპიძე 2015 წლის 20 დეკემბერს მცირეწლოვანი შვილისა და ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მისი საქმე ნაფიცი მსაჯულების სასამართლომ განიხილა, რომლებმაც მას გამამტყუნებელი განაჩენი ერთხმად გამოუტანეს, მოსამართლემ კი უვადო პატიმრობა შეუფარდა. პაპიძე დანაშაულს დღემდე არ აღიარებს.

 

იტვირთბა....