ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ის რესპუბლიკური პარტია : არ შევეგუებით საქართველოში ტერიტორიულ ცვლილებებს

აშშ-ის რესპუბლიკურმა პარტიამ, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპია, კლივლენდში მიმდინარე ყრილობაზე წინასაარჩევნო პლატფორმა დაამტკიცა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი:

“როგორც სახლში ისე საზღვარგარეთ, კრემლის რეპრესიული პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ერებს, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღადგინეს დამოუკიდებლობა. ჩვენ არ შევეგუებით ძალის გამოყენებით ტერიტორიულ ცვლილებებს აღმოსავლეთ ევროპაში, უკრაინაში, საქართველოსა თუ სხვა ქვეყანაში. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაბამის კონსტიტუციურ ზომას, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს აგრესიისა და მკვლელობების მონაწილეებს”,  – ნათქვამია აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის მიერ მიღებულ დოკუმენტში.

წინასაარჩევნო პლატფორმაში აღნიშნულია, რომ აშშ-ს მხრიდან  დიდი ყურადღება მიექცევა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან დიპლომატურ ურთიერთობებს, ვაჭრობასა და სტრატეგიულ დაგეგმარებას.

 

იტვირთბა....