ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რას პასუხობს გიულენი ერდოღანს: „მორწმუნეები დიქტატორებს არ ებოდიშებიან“

 

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აქტიურად ითხოვს აშშ-დან ფეტულა  გიულენის ექსტრადირებას, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში ადანაშაულებს.

პრეზიდენტ ერდოღანს კიდევ ერთხელ უპასუხა გიულენიმ, რომელმაც განაცხადა, რომ მას არც სიკვდილის ეშინია და არც ექსტრადირების, თუმცა მისივე თქმით, მომხდარს თურქეთის ხელისუფლება ოპოზიციაზე ზეწოლის გამართლების მიზნით გამოიყენებს.

„არ მაღელვებს ექსტრადირების საკითხი, არც სიკვდილის მეშინია. მაგრამ, საკუთარი ღირსების წინააღმდეგ წასვლას არ ვაპირებ. ერდოღანმა ადრეც მოითხოვა ჩემგან ბოდიშის მოხდა, მაგრამ მორწმუნეები დიქტატორებს არ ებოდიშებიან. რა თქმა უნდა, თუ იქნება ჩემი ექსტრადირება სავალდებულო და საფრთხე დაემუქრება ამერიკისა და თურქეთის ურთიერთობებს, მე ბრძანებას დავემორჩილები. არავისთან არ ვაპირებ მისვლას და ხვეწნას. ვისაც ნანახი აქვს თურქეთში წინა სახელმწიფო გადატრიალებები, სცენარი ნაცნობი იქნება. ხელისუფლება ცდილობდა სამხედროების გაკონტროლებას, მაგრამ ვერ შეძლო. ახლა ამას მთავრობა ოპოზიციაზე ზეწოლის გამართლების მიზნით გამოიყენებს.“ – განაცხადა ფეთჰულლაჰ გიულენიმ.

შეგახსენებთ, ფეტულა გიულენი თურქეთიდან ამერიკაში, პენსილვანიის შტატში გახიზნული სასულიერო ლიდერია, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს.

იტვირთბა....