ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

„ვხედავ დეგრადირებას საგარეო პოლიტიკაში: ტერმინი „MAP-ზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა“, სისულელეა“

„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე, ნოდარ ხარშილაძესთან

ვარშავის სამიტზე საქართველომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, საზოგადოებისთვის ცნობილი როგორც MAP, ვერ მიიღო. თუმცა, სამთავრობო დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის მეთაურიბით, გვარწმუნებს, რომ ჩვენ ქვეყანას ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისგან პოლონეთში ჩატარებულ სამიტზე, სერიოზული პოლიტიკური მხარადაჭერა აქვს.

NATO-საქართველოს ურთიერთობაზე, ვარშავის სამიტის შედეგებსა და საქართველოს საგარეო პოლტიკის პრიორიტეტებზე „მეტრონომს“ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნოდარ ხარშილაძე ესაუბრა.

მეტრონომი“: “როიტერმაგამოაქვეყნა სტატია სათაურითნატოში გაწევრიანების გაჭიანურებამ შესაძლოა, საქართველო რუსეთისკენ მიაბრუნოს“. რამდენად რეალურია ეს საფრთხე? პოლიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ კერის ვიზიტის ერთერთი გზავნილი რეალურად შესუსტებული მხარდაჭერის გაძლიერება იყო...

ნოდარ ხარშილაძე: ნაკლებად შესაძლებელია, რადგან პრორუსული განწყობისთვის საქართველოში საკმარისი მხარდაჭერა არ არსებობს. ბოლო გამოკითვებით, ეს რიცხვი დაახლოებით 15%-დან 30%-მდე მერყეობს. ასე რომ, საკმაოდ რთულია ამ ორბიტაზე დაბრუნება, თან იმის გათვალისწინებით, რომ ეს ორბიტა თვითონ არაფერს არ გვათაზობს.

ამ მთავრობას უფრო შემრიგებლობითი პოლიტიკა ჰქონდა. შედეგად, ვიღებდით მავთულხლართების გადმოწევას და არაფერი წარმატება ამ პოლიტიკას არ მოუტანია. ასე რომ, ცოტა ზედმატად აჟიტირებული განცხადებაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ პროდასავლური განწყობა ავტომატურად იმუშავებს. ამას მხარდაჭერა და წახალისება სჭირდება.

ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ნატოს ფრონტზე რაიმე შედეგის მიღება ნაკლებად შესაძლებელია. რაც შეეხება ევროკავშირს, ვიზალიბერალიზაცია იქნება პირველი კონკრეტული მიღწევა, რაც კი საქართველომ ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე მოიპოვა. ვიზალიბერალიზაცია არის ნაბიჯი, რომელიც უშუალოდ ყველა მოქალაქეს შეეხება. ის სახელმწიფოებრივი რეფორმები კი ეხებოდა მოქალაქეებს, მაგრამ პირდაპირი კორელაცია რთული იყო და ამას მოქალაქე ვერ გრძნობდა. ვიზალიბერალიზაციას ყველა მოქალაქე იგრძნობს და როგორც პრაქტიკული, ისე ფსიქოლოგიური ნაბიჯი იქნება დასავალეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში. თუმცა სამწუხაროდ, როგორც ვხედავთ, ეს პროცესი ამ ეტაპზე ცოტა ჭიანურდება.

თქვენ რასაც შემრიგებლურ პოლიტიკას უწოდებთქართული ოცნებაფიქრობს, რომ ეს ნაკლებკონფრონტაციული პოლიტიკაა. კარასინიაბაშიძის ფორმატის მომხრეები აცხადებენ, რომ სახეზეა კონკრეტული შედეგები სავაჭრო ურთიერთობების კუთხით. მაინც ფიქრობთ რომ ახალმა ფორმატმა არაფერი მოუტანა საქართველოს?

– პოლიტიკას ვაფასებ არა მხოლოდ უშედეგოდ, არამედ წამგებიანად საქართველოსთვის. იმის გამო, რომ მცირე სიხარულები განეცადათ, საქართველომ უარი თქვა თავის სტრატეგიულ კურსზე, რომელიც ემსახურებოდა არაღიარების პოლიტიკასა და რუსეთის ოკუპანტის სტატუსის დაფიქსირებას. ეს რუსეთს საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა და რუსეთი უფრო ფრთხილად იქცეოდა საქართველოსთან მიმართებაში. ამ მიმართულებით ვმუშაობდით როგორც ჟენევის ფორმატში, ისე საქართველოს მეგობართა ჯგუფთან.

ეტაპობრივად, ორივე ფორმატის დეგრადირება მოხდა. არ ვაფიქსირებთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან პოზიციებს… ეს იყო უკრაინის და თურქეთის შემთხვევაში და აბსოლუტურად უშედეგო საგარეო პოლიტიკის გამართლება იმით ხდება, რომ მეტი ღვინო შევიტანოთ რუსეთში, რასაც არანაირი ხელმოსაკიდი ეკონომიკური ეფექტი არ მოჰყვება. ამის ფონზე რამდენჯერმე გადმოიწია მავრთულხლართი და საქართველოს მოქალაქის მკვლელობა მოხდა. რა ხელმოსაკიდი პოლიტიკური შედეგი ჰქონდა, გარდა დათმობებისა, ჩემთვის გაუგებარია.

ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ჯამში ათი მილიონის ღვინის გაყიდვას მე პოლიტიკურ შედეგად ვერ აღვიქვამ. ვხედავ დეგრადირებას საგარეო პოლიტიკის კუთხით და საკუთარი მოქალაქის მკვლელობასაც ვერ ვაპროტესტებთ, რადგან ამ მექანიზმების დეგრადირება ოთხი წლის განმავლობაში შეგნებულად ხდებოდა და ახლა მათი გააქტიურება ერთ დღეში ვეღარ მოხდება. ასე რომ, ეს პოლიტიკა არის აბსოლუტურად უაზრო და მეტიც, მავნებელი.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ რუსეთთურქეთის გაუარესებული ურთიერთობის დროს ბევრი რუსეთთან მკვეთრად დაპირისპირებული ევროპული სახელმწიფო ფრთხილი იყო შეფასებებში და ამ მხრივ ჩვენს ხელისუფლებას დიდ აქტიურობას ალბათ ვერ მოვთხოვთ

– ფრთხილიც არ ვყოფილვართ. ჩვენ არანაირი პოზიცია არ დაგვიფიქსირებია. რაღაც სიტუაციებში აუცილებელია გარკვეული პოზიციის დაფიქსირება. არაპოზიციონირება ყოველთვის მომგებიანი არ არის. ევროპულ ქვეყნებს ის ინტერესები თურქეთთან რაც ჩვენ გვაქვს, არ აქვთ. ის ჩვენი სავაჭრო პარტნიორია, ამ შემთხვევაში საუბარია ხასიათზე საქართველოს საგარეო პოლიტიკის და არ აქვს მნიშვნელობა თურქეთი იქნება ეს უკრაინა თუ აშშ. დღეს საქართველო აწარმოაებს გაუგებარ და პასიურ პოლიტიკას. როდესაც ქვეყანას ამდენი პრობლემა აქვს, ასეთი იზოლაციონისტურ პოლიტიკას აზრი არ აქვს, ასეთ პოლიტიკას შესაძლოა ახორციელებდეს შვედეთი, ან ფინეთი.

ნატოს სამიტზე მხარი დაუჭირეს აღმოსავლეთ ევროპაში ახალი სამხედრო შენაერთების განთავსებას. თავის მხრივ ნატო-საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე საუბრობს. როგორ ფიქრობთ, ვარშავის სამიტიდან MAP-ის სანაცვლოდ საქართველომ უკეთესი შეთავაზებები მიიღო?

– არავითარ შემთხვევაში… ეს ნონსენსია. არ შეიძლება პოლიტიკური მხარდაჭერა MAP-ზე მნიშვნელოვანი იყოს. ასე რომ, წინა ხელისუფლების შემოღებული ძალიან სასაცილო ტერმინი „MAP-ზე უფრო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა“ სისულელეა. MAP არის სტატუსი. ჩვენ ყველა მექანიზმი გვაქვს დღეს გარდა პოლიტიკური ნებისა და სწორედ ეს ნება ვერ მივიღეთ. ის პრაქტიკული მექანიზმები რაც მოგვცეს უდავოდ კარგია, მაგრამ ეს ეხმარება პარტნიორული იმიჯის გამყარებას და არა კანდიდატის, ის გამყოფი ზოლი, რომელიც კანდიდატსა და პარტნიორს შორის არსებობს საქართველომ ვერ გადალახა.

ნატოს თვალში საქართველოს ჯერ კიდევ პარტნიორის სტატუსი აქვს, რომელიც როდესმე გახდება ალიანსის წევრი. ის რომ გადავლახოთ ფსიქოლოგიური ბარიერი და პარტნიორიდან კანდიდატი გავხდეთ, ჩვენ ჯერ ვერ მოვახერხეთ. დანარჩენი ყველა მექანიზმი კარგია, სასარგებლოა, აღმოსავლეთ ევროპის გაძლიერება კარგია. 1000 კაცი ბალტიისპირეთში არ ნიშნავს იმას, რომ ნატო სერიოზულად აფიქსირებს რამეს, მაგრამ ეს ფსიქოლოგიურად სიგნალია რუსეთისთვის, რომ ნატო როგორც თანამშრომლობისთვის, ასევე კონფრონტაციისთვის მზად არის.

მე პირადად ვარშავის სამიტიდან ცოტა მეტს ველოდებოდი, განსაკუთრებით რუსეთთან ურთიერთობაში, მაგრამ რაღაც სიგნალები არის, მთავარია ამას ნატოს მხრიდან რეალური ქმედება მოჰყვეს.

რუსული მედია ვარშავის სამიტის შემდეგ წერდა, რომ საქართველო ნატოს უფრო დაუხლოვდა. თქვენ ნაწილობრივ ისაუბრეთ ამ საკითხზე საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ მაინტერესებსნეზავისამაია გაზეტასდა სხვა რუსული სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია შიდა მოხმარების პროპაგანდა იყო თუ რუსებმა რეალური საფრთხე იგრძნეს ამ მიმართულებით?

– ვერ გეტყვით. რუსულ სააგენტოებს ველური განცხადებები აქვთ ხოლმე. რუსულმა აგრესიამ უფრო მობილიზებული გახადა ნატო. რუსეთის და ნატოს დაახლოებას იმ ფონზე, როცა ძალიან ბევრი აქვთ საკონფლიქტო ცოტა რთულად აღვიქვამ. რაც შეეხება საქართველოს, ფაქტია, რომ ნატომ თავის პარტნიორებთან და შესაძლო მოკავშირეებთან ბევრად უფრო გააქტიურა ურთიერთობა.

მარიამ ვარადაშვილი

 

 

იტვირთბა....